საინტერესო და ბევრის მომცემი იყო ტრენინგის კურსი "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება". მივიღეთ სიღრმისეული ცოდნა იმაზე თუ როგორ დავგეგმოთ, რა უნარებს მივაქციოთ ყურადღება, როგორ გავიდეთ მაღალ სააზროვნო უნარებზე პროექტის სწავლებისას. ვიმუშავე და შევქმენი ჩემი პორთფოლიო. სადაც მოვათავსე ჩემი პროექტის გეგმა, პრეზნტაცია, მოსწავლის ნამუშევრის ნიმუშები და ა.შ. თანვე ვიმუშავე პროექტის განხორციელებაზე და დავრწმუნდი, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий